დონალდ ტრამპი 2018 წლის პირველი კვარტლის ხელფასს, 100 000 აშშ დოლარს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს გადასცემს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2018 წლის პირველი კვარტლის ხელფასს 100 000 აშშ დოლარს აშშ-ს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს გადასცემს.

როგორც აშშ-ს ვეტერანთა საქმების დეპარტამენტის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა რობერტ უილკიმ აღნიშნა, ეს თანხა ვეტერანთა მხარდაჭერის პროგრამებზე იქნება გამოყენებული.

„პრეზიდენტის საჩუქარი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის დაპირებას, რომ ის ყველაფერს გააკეთებს ვეტერანებისთვის, მათ შორის მათთვისაც, ვინც ამ ვეტერანებზე ზრუნავს“, - განაცხადა რობერტ უილკიმ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პერიოდულად გადასცემს თავის კვარტალურ ხელფასს (100 000 აშშ დოლარი) სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს. ბოლოს დონალდ ტრამპმა თავისი ხელფასი ტრანსპორტირების დეპარტამენტს გადასცა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.