აპრილში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ხარჯმა 3.28 ლარი შეადგინა, რაც მარტთან შედარებით 7.4%-ით; ხოლო გასული წლის აპრილთან შედარებით 1%-ით ნაკლებია.
ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა „აისეტი“ (ISET) ავრცელებს.
ISET-ის ცნობით, ხაჭაპურის ფასის ცვლილება რძისა და ყველის ფასებზეა დამოკიდებული, რაც სეზონურად იცვლება. შესაბამისად, როგორც წესი, სეზონურობიდან გამომდინარე ხაჭაპურის ინდექსი იანვარში ყველაზე მაღალ, ივლისში კი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.