ამერიკის მხრიდან ალუმინსა და რკინაზე დაწესებული გადასახადის ფონზე, იაპონია გეგმავს საპასუხოდ დააწესოს გადასახადი ამერიკულ პროდუქციაზე, რომელთა ჯამური მოცულობა 409 მილიონ დოლარს შეადგენს.
ამის შესახებ იაპონური სამაუწყებლო კომპანია NHK იუწყება. ამასთან, იაპონიის ხელისუფლება გეგმავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მსო-ს აცნობოს.
შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტმა 23 მარტიდან აამოქმედა 25%-იანი გადასახადი იმპორტირებულ რკინასა და 10%-იანი - იმპორტირებულ ალუმინზე ყველა ქვეყნიდან, თუმცა დროებით გამორიცხა ამ სიიდან კანადა, მექსიკა, ბრაზილია, ავსტრალია, არგენტინა და ევროკავშირი.
იაპონიას ასეთი შეღავათი არ მიუღია და ანილიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამ ინფორმაციის გაცხადება არის ტოკიოს ტაქტიკური ნაბიჯი ვაშინგტონთან დაგეგმილ შეხვედრამდე.
თანხა - 409 მილიონი შემთხვევით არ შერჩეულა - ზუსტად ამდენია ამერიკაში იაპონიიდან იმპორტირებული რკინისა და ალუმინის წლიური მოცულობა, რომელზეც იზრდება გადასახადი.
2016 წელს იაპონია ამერიკის საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე იყო, ექსპორტირებული საქონლის მოცულობამ კი 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
კოკა კვირკველია