1-ელ კვარტალში რძის წარმოება შემცირდა, ხორცისა და კვერცხის კი გაიზარდა

მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში რძის წარმოება შემცირდა.

კერძოდ, 2018 წლის საანგარიშო პერიოდში რძის წარმოებამ 98.3 მლნ ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.4 პროცენტით ნაკლებია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, გაიზარდა ხორცისა და კვერცხის წარმოება.

„საქსტატის“ ცნობით, 2018 წლის 1-ელ კვარტალში ხორცის წარმოებამ 15 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2017 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.5 პროცენტით მეტია.

რაც შეეხება კვერცხს, მისი წარმოება წინა წლის 1-ელ კვარტალთან შედარებით 10.2%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2018 წლის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 161.7 მილიონი ცალი კვერცხია წარმოებული.