მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო სავაჭრო ბრენდი Hennes & Mauritz AB (H&M) საქართველოში მეორე მაღაზიას ხსნის.
მაღაზია სავაჭრო ცენტრ "ისთ ფოინთში" 31 მაისს გაიხსნება.
H&M-ის პირველი მაღაზია საქართველოში 2017 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. დღეს ეს ბრენდი მსოფლიოს 69 ქვეყანაში 4500-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი. მაღაზიებისა თუ ონლაინ-შოპინგის საშუალებით, H&M-ი მომხმარებლებს უახლეს ტრენდებს სთავაზობს და მათ პერსონალური სტილის შექმნაში ეხმარება. მაღაზიებში არსებული ტრენდული პროდუქცია ყოველდღიურ რეჟიმში ახლდება.