ჩინეთი ამერიკასთან 200-მილიარდიან დათმობაზე მიდის

ჩინეთის სახელმწიფო დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ-მინისტრის მეთაურობით მზადაა ამერიკას შესთავაზოს დათმობის პაკეტი 200 მილიარდი დოლარის ოდენობით, რათა დარეგულირდეს უთანხმოება ორ ქვეყანას შორის და შემცირდეს დეფიციტი ორმხრივ ვაჭრობაში - ამის შესახებ New York Times წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მაისის დასაწყისში გამართულ მოლაპარაკებებზე პეკინში, ამერიკულმა დელეგაციამ მოითხოვა შემცირდეს 375,2-მილიარდიანი დეფიციტი სავაჭრო ბალანსში 200 მილიარდი დოლარით. ჩინური მხარე ახლა მზადაა წავიდეს დათმობებზე, მათ შორის, გაუხსნას ამერიკულ ბიზნესს ისეთი სფეროები, როგორიცაა საბანკო სექტორი და სადაზღვევო ბაზარი.

პასუხად კი ჩინეთს მიეცემა შესაძლებლობა, შეამსუბუქოს ამერიკული „სანქციები“ ჩინურ კომპანიებზე, რომელიც საექსპორტო რეჟიმის „გაკეთილშობილებისთვის“ დაწესდა.

თეთრი სახლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩინეთის სახელმწიფო დელეგაცია შეხვედრებს ამერიკის ფინანსთა სამინისტროში 17-18 მაისს გამართავს. ამერიკულ დელეგაციას უხელმძღვანელებს ფინანსთა მინისტრი სტივ მნუჩინი, მასში ასევე შედიან ვაჭრობის მინისტრი უილბურ როსი და ამერიკის წარმომადგენელი სავაჭრო მოლაპარაკებების საკითხებში რობერტ ლეიტჰაიზერი.

კოკა კვირკველია