„ტესლა მოტორზს“ ბოლო დროს წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რის გამოც, ინვესტორები მას თავს არიდებენ.
თუმცა ახლახანს ამერიკულ კომპანიას ისეთი მხარდამჭერი გამოუჩნდა, რომელსაც ინვესტორთა სკეპტიციზმის შეცვლა შეუძლია. მისი სახელია ჯორჯ სოროსი.
87 წლის მილიარდერის კომპანიამ ილონ მასკის კომპანიის 35 მილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაციები შეისყიდა. ობლიგაციები კონვერტირებადია და თავისუფლად იცვლება აქციებზე. სოროსმა ისინი წლის პირველი სამი თვის განმავლობაში შეისყიდა.
ობლიგაციების მსხვილი პაკეტის წყალობით, რომლებიც ფიქსირებულ მოგებას მოუტანს, სოროსს ასევე სააქციო ბაზარზე, „ტესლას“ აქციებით არა უშუალოდ მანიპულაციების საშუალება ეძლევა. თუმცა სოროსის კომპანია არ ახმაურებს ობლიგაციების შესყიდვის მთავარ მიზეზს.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა უნგრული წარმოშობის ამერიკელი მილიარდერი „ტესლა მოტორზით“ არის დაინტერესებული. მასკის კომპანიაში მას ადრე გარკვეული წილიც კი ეკუთვნოდა, თუმცა მან ეს აქციები შარშან გაყიდა.
ილონ მასკმა ახლახან თავის კომპანიაში დასაქმებულებს განუცხადა, რომ „ტესლა მოტორზში“ საფუძვლიანი რეორგანზაცია ხორციელდება, რისი მიზანიც, ფრიმონტის ქარხანაში „მოდელ 3-ის“ სტაბილური წარმოების უზრუნველყოფაა.