მდიდრები, რომლებიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ცხოვრობენ, ტრადიციულად კეთილგანწყობილები არიან ევროპული, განსაკუთრებით კი შვეიცარული ბანკების მიმართ, როგორც მათი აქტივების შენახვის სანდო საშუალების.
ამასთან, CRS (საგადასახადო ინფორმაციის ავტომატური გაცვლა) ეპოქის დაწყებამდე და უცხოური კომპანიების კონტროლის შესახებ რეგულაციების დაწყებამდე თავად აქტივების ფლობა ფორმდებოდა შემდეგ ოფშერულ ზონებზე - ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, ბაჰამა, ბერმუდი. ამ ქვეყენბში განთავსებული სტრუქტურები წყვეტდნენ ორ ამოცანას: ერთდროულად უზრუნველყოფდნენ აქტივების დაცვასა და საგადასახადო ეფექტურობას. თუმცა, როგორც Forbes.ru წერს, ახალდაწესებულმა რეგულაციებმა რუსეთში და ცივილიზებულ ქვეყნების მხრიდან ინფორმაციის მიმოცვლის შემოღებამ პრაქტიკულად, ამ უპირატესობის ნიველირება მოახდინა.
რატომ აღარ არის ოფშორები მოდაში?
ოფშორული კომპანიები უმრავლეს შემთხვევაში საერთაშორისო კომპანიებისთვის სპეციალური რეჟიმის ფარგლებში ფუნქციონირებენ. ეს ითვალისწინებს, რომ კომპანია არ აწარმოებს საქმიანობას ინკორპორაციის ქვეყნის ტერიტორიაზე და დიდი ალბათობით, იმართება უცხოეთიდან. თავად ამ რეჟიმის არსებობა უკვე ზრდის რისკებს მსგავსი კომპანიების აღიარებისა საგადასახადო რეზიდენტების მხრიდან, ხოლო CRS იურისტების ძალის მოკრების პირობებში რჩება მხოლოდ ფსონების დადების შესაძლებლობა, თუ რომელი უცხოური კომპანია იქნება პირველი მსხვერპლი. ოპტიმიზმს არ მატებს ოფშორებში თანხის განთავსებას ასევე ე.წ. „პანამაგეიტი“, რომლის ფარგლებშიც ოფშორებში რეგისტრირებული პირების კონფიდენციალური ინფორმაციის მასიური გაჟონვა მოხდა.
საგადასახადო უპირატესობებზე უარი და ოფშორულ ქვეყნებში რისკების ზრდის ფონზე ინვესტორების ყურადღება გადაერთო უფრო მეტად დაცულ იურისდიქციებზე, სადაც შეიძლება საოჯახო კაპიტალის მართვა და ფლობა, მაგალითად, კვიპროსზე და ლუქსემბურგზე. ეს ორივე ქვეყანა ევროკავშირის წევრია, უზრუნველყოფენ დაცულობის მაღალ ხარისხს.
და მაინც რას გვთავაზობს კვიპროსი და ლუქსემბურგი?
კვიპროსი - უკვე არ არის ოფშორი
კვიპროსი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უცხოური იურისდიქცია. ეს ქვეყანა 2013 წლიდან გაირიცხა ოფშორული ქვეყნების რიგებიდან, რამაც მისი პოზიციები დამატებით გაამყარა. რატომ უყვართ კვიპროსი? პირველ რიგში განვითარებული სამართლებრივი სისტემის გამო, რომელიც დაფუძნებულია ინგლისურ სამართალზე, რომელიც ბევრ ქვეყანაში არარსებულ „თრასტ“ ინსტიტუციებს გვთავაზობს. უფრო მეტიც, კვიპროსული „თრასტი“ ინგლისური ორიგინალისგან კიდევ უფრო შორს წავიდა და კაპიტალის პატრონს სთავზობს მეტად გაფართოებულ უფლებებს, რომელიც მას საშუალებას აძლევს პირადად აკონტროლოს სტრუქტურა, რასაც ინგლისის შემთხვევაში ვერ მიაღწევთ.
კვიპროსზე არ არის სპეციალიზებული საორგანიზაციო-სამართლებრივი ფორმები კომპანიებისა კერძო კაპიტალისთვის. ყველაზე ხშირად აქტივების ფლობისთვის გამოიყენება კერძო კომპანიები შეზღუდული პასუხისმგებლობით ან „თრასტები“. ორივე შემთხვევაში საფუძველს ქმნის ბრიტანული კანონმდებლობა, რომელიც არსებითი ცვლილებების გარეშეა წარმოდგენილი.
ოფშორებისგან განსხვავებით, კვიპროსზე მოქმედებს კორპორაციული გადასახადი, რომელიც შეადგენს 12,5%-ს, თუმცა დგინდება გამონაკლისები, მაგალითად, დივიდენდების მიღება საერთო წესის თანახმად თავისუფლდება გადასახდელისგან.
კვიპროსზე მუშაობს დიდი რაოდენობით სერვის-პროვაიდერები, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან მსგავს მომსახურებაზე. ბაზარზე კონკურენცია მაღალია, შესაბამისად, ხარისხი მაღალი და ფასები მიმზიდველი.
ლუქსემბურგი - ევროპის ფინანსური ლოკომოტივი
ლუქსემბურგი ყოველთვის იყო ერთიანი ევროპის ლოკომოტივი და პრეტენდენტი ევროკავშირის ფინანსური ცენტრის.რა კონკურენტულ უპირატესობებს ფლობს ლუქსემბურგი? ლუქსემბურგი არასოდეს შედიოდა ოფშერების სიაში და გააჩნიათ ფინანსური ცენტრის კარგი რეპუტაცია, განვითარებული საბანკო სისტემითა და საფონდო ინფრასტრუქტურით. მშპ-ს მიხედვით, ეს ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიო ეკონომიკებს შორის. სხვადასხვა მონაცემებით, სწორედ ფინანსური სექტორი უზრუნველყოფს ქვეყნის მშპ-ს მეოთხედს. ქვეყნის ეკონომიკა არის სტაბილური, მის უახლეს ისტორიაში არ მომხდარა კრიზისები, რომელიც მაგალითად, კვიპროსზე 2013 წელს მოხდა, მაშინ როცა ასევე იზარალეს უცხოელმა ინვესტორებმა. ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად გატარებული გამიზნული პოლიტიკის შედეგად კი გამართულია სამართლებრივი ბაზა და სასამართლო სისტემა, რომლებიც იცავენ უცხოურ ინვესტიციებს. ინგლისური ენა არ არის სახელმწიფო, თუმცა ამ ენაზე ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საუბრობს, უფრო მეტიც, ნებისმიერი სახის დოკუმენტი შეგიძლიათ მიიღოთ ორ ენაზე.
საოჯახო კაპიტალის ქონისა და მართვისთვის ლუქსემბრუგში 2007 წელს შეიქმნა ახალი ტიპის კომპანია SPF (Société de gestion de patrimoine familial). რომელიც სხვა ჩვეულებრივი კომპანიისგან განსხვავდება საქმიანობის მიზნების მიხედვით: SPF იქმნება და ფუნქციონირებს ფინანსური აქტივების შეძენის, ქონისა და მართვისთვის, ანუ ითავსებს საოჯახო საფულის ფუნქციას. მსგავსი კომპანიის აქციონერი შეუძლია გახდეს მხოლოდ ფიზიკურ პირს ან „თრასტს“.
რაც შეეხება ნაკლოვანებებს, ეს არის კომპანიების ძალიან ვიწრო საქმიანობის სფერო და მომსახურების სიძვირე, რომელიც ხარისხთან ერთად კვიპროსისგან განსხვავებით მეტ თანხას ითხოვს.
კოკა კვირკველია