ელიავას ბაზრობაზე ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია ელიავას ბაზრობაზე ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციებისმართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათი სახანძრო ბრიგადა მონაწილეობდა.
მათივე ინფორმაციით, დამწვარია ელიავას ბაზრობაზე მდებარე ერთ-ერთი შპალერის მაღაზიის 120 კვ მეტრი ფართობი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. გამომწვევი მიზეზები და ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.