VETEMENTS-მა, რომლის მთავარი დიზაინერიც ქართველი დემნა გვასალიაა, წყლის ეტიკეტიანი ჩუსტები გამოუშვა.
ჩუსტები, 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდანაა, რომელიც ბაზარზე მიმდინარე წლის დასაწყისში გამოჩნდა. ჩუსტები ლურჯ და წითელ ფერებშია წარმოდგენილი და წინ წყლის ბოთლის ეტიკეტია დატანილი.
VETEMENTS-ის „ჩუსტები“ 590 დოლარი ღირს, თუმცა, ზოგიერთ ონლაინ ვებ-გვერდზე მისი ფასი 700 დოლარს აღემატება.
ცნობისთვის, Vetements დემნა გვასალიამ ძმასთან, გურამ გვასალიასთან და ხუთ მეგობართან ერთად 2009 წელს დააარსა.