გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე, საბანაო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, მაისიდან სექტებმრის ჩათვლით, ზედაპირული წყლების რეგულარულ მონიტორინგს ახორციელებენ.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, სპეციალისტებმა ამჯერად წყლის სინჯები ლისის ტბაზე აიღეს და წყლის ხუთი მახასიათებელი განსაზღვრეს (ტემპერატურა, PH, გახსნილი ჟანგბადი, ელექტროგამტარობა და მარილიანობა).
აღებული სინჯები ტრანსპორტირებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში, სადაც წყლის ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევა განხორციელდება. ლისის ტბაზე ჩატარებული კვლევის შედეგები, გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება და ნებისმიერ დაინტერსებულ პირს შესაძლებლობა ექნება, ინფორმაციას გაეცნოს.
საქართველოს მასშტაბით ზედაპირული წყლების მონიტორინგი ამ ეტაპზე 170-მდე წერტილში ხორციელდება.