რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს პირობა წაუყენა, რომ თუ მოხდება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა, მაშინ რუსეთი არ შეწყვეტს უკრაინიდან ევროპაში გაზის ტრანზიტს.
„მინდა ხაზი გავუსვა - მიწოდება გაგრძელდება, თუ ის იქნება ეკონომიკურად მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთათვის“ - განაცხადა მან ანგელა მერკელთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს ყოველთვის განიხილავდა როგორც ძალზედ მნიშვნელოვან პროექტს და მზად არის უკრაინასთან აღნიშნული საკითხი განიხილოს.
თავის მხრივ ანგელა მაერკლემა განაცხადა, რომ გერმანია დარწმუნებულია, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის შემდეგაც უკრაინის როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლი უნდა შენარჩუნდეს. „მას გააჩნია სტრატეგიული მნიშვნელობა და გერმანია მზადაა შეასრულოს საკუთარი როლი და აუცილებელია მოფიქრება უკრაინისთვის გარანტიების მისაცემად“ - განაცხადა მერკელმა.
კოკა კვირკველია