Marvel Comics-ის ერთ-ერთი შემქმნელი სტენ ლი მილიარდიან კომპენსაციას ითხოვს

Marvel Comics-ის ყოფილი მთავარი რედაქტოი სტენ ლი კომპანია Pow Entertainment-ს, რომელიც მან 2001 წელს დაარსა, სასამართლოში უჩივის.

მან ამჟამინდელი ხელმძღვანელობა დაადანაშაულა მისი სახელის ბოროტად გამოყენებაში და კომპანიისგან კომპენსაციის სახით 1 მილაირდი დოლარი მოითხოვა.

მოსარჩელე აცხადებს, რომ მაქინაციური მოქმედებების განსახორციელებლად მოხდა კომპანიის აქტივების ხელოვნური გაზრდა, როცა მისით დაინტერესებულები იყვნენ ჩინელი ინვესტორები. ლის განცხადებით, მან Pow შექმნა როგორც მისი ინტელექტუალური საკუთრების მფლობელი ჰოლდინგი, მათ შორის, კომიქსების, ფილმების, ტელესერიალებისა და ანიმაციების უფლებებისა.

ლის განცხადებით, Pow-ს ორმა სხვა დამფუძნებელმა შეინ დაფმა და ჯილ ჩემპიონმა მისი ხელმოწერა გააყალბეს, რა გზითაც მიიღეს ყველა დოკუმენტის გადაცემის უფლება.

ლი, რომელიც 95 წლისაა, 2015 წელს სრულიად დაბრმავდა, აცხადებს, რომ მას არ ახსენდება ვინმეს მისთვის წაეკითხოს მსგავსი დოკუმენტი, თავად კი ამას ვერ წაიკითხავდა. ის ასევე ამტკიცებს, რომ Pow-მ არაკანონიერად მოიპოვა წვდომა მის ექაუნტებზე სოციალურ ქსელებში და დაწერა პოსტი ტვიტერზე. ლის განცხადებით, დამფუძნებლებმა ბოროტად ისარგებლებს მისი უსინათლობითა და ცხოვრებისეული უდიდესი ტარგედიით, ცოლის გარდაცვალებით.

ცნობისათვის, Pow გასულ წელს ჩინურმა კომპანია Camsing International-მა შეიძინა, რომელიც აღნიშნულ ბრალდებებზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.

ლი გახლავთ Marvel-ის კომიქსების ყველაზე ცნობილი გმირების ერთ-ერთი შემქნელი, მათ შორის, სპაიდერმენის, ჰალკის, აირონ მენის, ფანტაქსტიკური ოთხეულის, იქს ადამიანებისა და სხვა. Marvel Comics-ში მას სხვადასხვა დროს ეკავა მთავარი რედაქტორის, გამომცემლის, დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობები. პენსიაზე გასვლის შემდეგ კი ის გახდა დირექტორთა საბჭოს საპატიო თავმჯდომარე და შეინარჩუნა ადგილი სარედაქციო საბჭოში.

კოკა კვირკველია