„ბლექ სი არენაზე“ Check in Georgia-ს ღირსეული გახსნა გვქონდა"

“ბლექ სი არენაზე“ Check in Georgia-ს ღირსეული გახსნა გვქონდა მაესტრო მორიკონეს დაუვიწყარი კონცერტით, რომელშიც თბილისის ოპერის 70-კაციანი გუნდიც მონაწილეობდა, - ამის შესახებ პირველმავიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ბლექ სი არენაზე“ ენიო მორიკონეს კონცერტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ Check in Georgia-ს ფარგლებში წელს კიდევ არაერთი ძალიან კარგი კონცერტი გაიმართება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის, ასევე შოუბიზნესის განვითარებას.

„დარწმუნებული ვარ, მორიკონეს კონცერტით თითოეულმა იქ მყოფმა დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღო. ცოცხალი კლასიკოსისგან მოვისმინეთ მუსიკა, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს. Check in Georgia-ს ფარგლებში წელს კიდევ არაერთი ძალიან კარგი კონცერტი გვექნება, რომელიც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში ისევე, როგორც შოუ-ბიზნესის განვითარებას“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.