სამხრეთკორეული კომპანია LG Group-ის ხელმძღვანელი კუ ბონ მუ 73 წლის ასაკში სეულში გარდაიცვალა. ამის შესახებ სამხრეთ კორეული საინფორმაციო სააგენტო Yonhap იუწყება.
კუ ბონ მუს ჰოსპიტალიზება ხუთშაბათს მოხდა. მან მიმდინარე წელს თავის ტვინზე რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა და საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს.
კუ ბონ მუ LG Group-ს ბოლო 23 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ის კომპანაის სათავეში 1995 წელს ჩაუდგა, როცა მამამისი კუ ჩჟა გიონი ჩაანაცვლა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო კუ ბონ მუმ LG Group-ის მართვა მის უმცროს ძმას კუ ბონ ჩჟუნს გადასცა, რომელიც კომპანიის ვიცე-თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს. სააგენტოს ინფორმაციით, მმართველის სავარძელი უახლოს პერიოდში შესაძლოა, გარდაცვლილის ნაშვილებმა ვაჟმა კუ კვანგ მომ დაიკავოს.
კოკა კვირკველია