როგორ უნდა იყიდო რეკლამა „კლიკებით“

adword.ge არის საიტი, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს, რეკლამა გაუკეთოს საკუთარ ბიზნესს.

მნიშვნელობა არ აქვს , რამდენად კარგად იცით კომპიუტერის გამოყენება, Adword.ge-ის მოსახერხებელი საიტის საშუალებით თქვენი ბიზნესის რეკლამირებას ძალიან მარტივად შეძლებთ, თანაც სახლიდან გაუსვლელად.

იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ, როგორ უნდა გამოიყენოთ ეს საიტი, გაგაცნობთ რამდენიმე მთავარ პუნქტს:

როგორ ხდება რეკლამის დამატება?

თუ რეგისტრაცია გაიარეთ, ეს ნიშნავს, რომ უკვე გაქვთ თქვენი გვერდი. რეკლამის დამატებაც თქვენი გვერდიდანვეა შესაძლებელი. შეხვალთ ,,რეკლამის დამატება“ - ში , სადაც მიუთითებთ თქვენი კომპანიის დასახელებას, რეკლამის სათაურს, რეკლამის ტექსტს და ფოტოს.

მაშინ, როცა თქვენ ამ ყველაფერს წერთ, პარალელურად ეკრანზე ხედავთ, თუ როგორ გამოჩნდება თქვენი რეკლამა საიტზე.

სად გამოჩნდება თქვენი რეკლამა?

რეკლამა, რომლის განთავსებაც გსურთ adword.ge - ის მეშვეობით, გამოჩნდება ისეთ ტოპ საიტებზე, როგორებიცაა ambebi.ge, interpressnews.ge, intermedia.ge, mkurnali.ge, bpn.ge, gemrielia.ge, mshoblebi.ge, marao.ge და ა.შ. როცა ზემოთ მოცემული ინსტრუქციის თანახმად გაამზადებთ რეკლამას, იქვე მონიშნავთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერ სასურველ საიტ(ებ)ს და თქვენი რეკლამა სწორედ ამ საიტებზე გამოჩნდება.

რა ღირს რეკლამის განთავსება adword.ge-ზე?

ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ საიტზე და დროის რა მონაკვეთში გსურთ თქვენი ბიზნესის რეკლამირება. თითოეულ საიტზე 1 კლიკის ღრებულება საშუალოდ 0.08 ლარიდან 0.20 ლარამდე მერყეობს. Adword.ge-ს უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ თანხას იხდით მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომხმარებელი თქვენს რეკლამაზე დააკლიკებს. იხილეთ ფასები

როგორ უნდა განსაზღვროთ თქვენი ბიუჯეტი?

თქვენ თავიდანვე გეძლევათ შესაძლებლობა, მიუთითოთ საიტზე დღიური ან ჯამური ბიუჯეტი და ვადები. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ გსურთ თქვენმა რეკლამამ მოგიტანოთ პირობითად 1000 კლიკი და ერთი კლიკის ღირებულება 10 თეთრია, თქვენი ჯამური ბიუჯეტი უნდა იყოს 100 ლარი.

შეგიძლიათ ეს თანხა დაყოთ დღეების მიხედვით და გაწეროთ 1 კვირაზე, ანუ დღეში პირობითად 10 ლარი დახარჯოთ და სრული ბიუჯეტი 10 დღის შემდეგ ამოწუროთ.

როგორ უნდა შეავსოთ ბალანსი?

ბალანსის შევსება შესაძლებელია თქვენი პროფილიდან, Visa ან MasterCard-ის საშუალებით. შედიხართ თქვენს პროფილზე, ირჩევთ ,,ბალანსის შერჩევას“, უთითებთ თანხას და ავსებთ საინფორმაციო ველებს. Adword.ge არის მომხმარებლის მოთხოვნილებებს მორგებული, მოქნილი პლათფორმა,რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ, აკონტროლოთ ნებისმიერი დეტალი, მათ შორის ტრანზაქციები.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს Adword.ge