საქართველოდან სამკურნალო საშუალებების ექსპორტი შემცირდა

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 7.2 მლნ დოლარით შემცირდა. ამის შესახებ, ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ ოთხ თვეში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 36.7 მილიონი დოლარი შეადგინა. მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 43.9 მილიონი დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფი უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ათეულში მე-6 ადგილზეა და მისმა წილმა მთელ ექსპორტში 3.8% შეადგინა.