2016 წელთან შედარებით, 2017 წელს უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში გაზრდილია ქალაქ თბილისის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში , - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც თოდრაძემ აღნიშნა, თბილისში, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია, აღნიშნული მაჩვენებელი 1.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, იმერეთის რეგიონში - 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში - შესაბამისად, 2.0 და 3.5 პროცენტული პუნქტით.
"უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, შესაბამისად, 5.8 და 3.4 პროცენტული პუნქტით",- განაცხდა თოდრაძემ.