კომპანიების SpaceX-ისა და Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა „ტესლას“ სამოდელო გამაში ყველაზე მოთხოვნადი ელექტრომობილის Tesla Model 3-ის ახალი მოდიფიკაციის პრეზენტაცია გამართა, რომლის წარმოებასაც კომპანია გეგმავს.
„სრულამძრავიანი Tesla Model-3 ორი ძრავით 60მ/სთ (95,6კმ/სთ) სიჩქარეს 3,5 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარეა 155 მ/სთ(250კმ/სთ)“, - დაწერა მან „ტვიტერში“. ძრავები განთავსდება ავტომობილის წინა და უკანა მხარეს, რომელიმე მათგანის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში კი, ავტომობილი შეძლებს მოძრაობის გაგრძელებას.
მასკის სიტყვებით, ავტომობილის ელემენტების სრულად დამუხტვის შემთხვევაში, ის 500 კმ მანძილს გაივლის. მისი ღირებულება კი 78 ათასი დოლარი იქნება. „ის ღირს თითქმის იმდენივე, რამდენიც BMW M3, თუმცა 15%-ით სწრაფია და მეტად უკეთესი სამართავი“, - დასძინა მასკმა.
Tesla Model-3 2016 წელს წარმოადგინეს, მისი ფასი 35 ათასი დოლარია და ერთჯერადი დამუხტვით შეუძლია 350 კმ-ის დაფარვა. მისი მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 210 კმ/სთ-ს, ხოლო 200 კმ/სთ-მდე აჩქარება 5,6 წამში შეუძლია.
კოკა კვირკველია