წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭაშლეთის მიმდებარე ტერიტორიაზე „მექვენის კალციტის საბადოზე“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საინვესტიციო ვალდებულებების თანახმად, რომელსაც აღნიშნული ლიცენზია ითვალისწინებს, ლიცენზიის მფლობელმა ლიცენზიის ძალაში შესვლიდან, სამი წლის ვადაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და საქართველოს ტერიტორიაზე გადამუშავების მიზნით არანაკლებ ჩვიდმეტი მილიონი ლარის, ხოლო შემდეგი სამი წლის განმავლობაში არანაკლებ ცამეტი მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
გარდა ამისა, ლიცენზიის მფლობელს აქვს ყოველწლიურად, არანაკლებ საქართველოს ოთხმოცი მოქალაქის დასაქმების ვალდებულება.
„მექვენის კალციტის საბადოზე“ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად სს „მაიკრონს კავკასუსი“ გამოცხადდა.