2018 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 14% პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ 1 938.7 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 271.8 ათასი კაცი იყო უმუშევარი.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, მოსახლეობის აქტიურობისა და დასაქმების დონემ შესაბამისად, 63.8% და 54.9% შეადგინა.
ცნობისთვის, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის 1 -ელ კვარტალში სულ 15 წლის ზევით საქართველოში 3 038.3 ათასი კაცი ცხოვრობდა.