რა იწვევს მოქალაქეთა ყველაზე დიდ უკმაყოფილებას საქართველოში

2018 წლის გამოკითხვით, მოქალაქეთა ყველაზე დიდ უკმაყოფილებას მიუსაფარი ცხოველების პრობლემა იწვევს.

კერძოდ, აღნიშნული საკითხი გამოკითხულთა 56%-ს აწუხებს. ამის შესახებ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვეთით “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ” 2018 წლის მარტში განხორციელებულ გამოკითხვაშია აღნიშნული.

ამასთან, გამოკითხულთა 46%-46%-ის შეფასებით, კი მათ უკმაყოფილებას ყველაზე მეტად პარკებისა და სკვერების ნაკლებობა და ქუჩების კეთილმოწყობის ხარისხი იწვევს.

აღსანიშნავია, რომ წინა წლების შედეგებთან შედარებით, არსებითი სხვაობა არაა მუნიციპალური სამსახურების მუშაობის შეფასებასთან დაკავშირებით. კერძოდ, 2016 წლის გამოკითხვის შედეგების მსგავსად, მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობით გამოკითხულთა 41%-ია კმაყოფილი. უცვლელია იმ გამოკითხულთა რაოდენობაც, რომლებიც ქალაქებში არსებული გამწვანებული სივრცეებითაა კმაყოფილი - 51% ამბობს, რომ პარკებითა და სკვერებით კმაყოფილია, 46% კი უკმაყოფილოა.

bpn