ამერიკა-ჩინეთს შორის მოსალოდნელი „სავაჭრო ომის“ საშიშროების მოხსნის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი შემცირდა და მიმდინარე წლის მინიმუმი დააფიქსირა.
როგორც „მარკეტ ვოტჩი“ წერს, Comex-ზე ივნისის კონტრაქტები ერთ უნციაზე 0,6%-ით 1283,9 დოლარამდე შემცირდა. წინა კვირასთან შედარებით მათი ფასი 2,2%-ით არის შემცირებული და ეს არის ყველაზე დიდი ვარდნა 2017 წლის დეკემბრის შემდეგ. ასევე შემცირდა ოქროს ფასი დაუყოვნებლივი მიწოდებით LME-ზე, სადაც კლებამ 0,7% შეადგინა და უნციაზე 1284,68 დოლარამდე დაეცა. წინა კვირასთან შედარებით კი აქაც ვარდნამ 2% შეადგინა.
ამერიკა-ჩინეთს შორის ურთიერთობის დათბობამ ასევე გააიაფა ვერცხლის ფასი, რომელმაც 0,6%-ით იკლო და უნციაზე 16,355 დოლარი შეადგინა. პლატინის ფასი ასევე Comex-ზე გასული წლის დეკემბრის მინიმალურ მაჩვენებლს გაუტოლდა და უნციაზე 881 დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ძვირფას მეტალებზე ფასების კლება ზედიზედ 7 დღეა რაც ფიქსირდება, რაც გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული არ მომხდარა.
კოკა კვირკველია