თვითმფრინავში შუშის იატაკს დაამონტაჟებენ

ავიაკომპანია Virgin Atlantic თვითმფრინავებში შუშის იატაკის მოწყობას გეგმავს.

ძალიან მალე, ავიაკომპანიის მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, შესანიშნავი პეიზაჟებით თავისი სამგზავრო ადგილებიდან დატკბნენ. ავიაკომპანია Virgin Atlantic გეგმავს, სხვადასხვა მარშრუტებზე ავიალაინერი Airbus A320 ჩაუშვას, რომელსაც მგზავრების ნაწილში იატაკი შუშის ექნება.

ამისთვის კი ინჟინრებს მოუხდათ ტექნიკური კომუნიკაციების გადატანა, რომლებიც როგორც წესი, თვითმფრინავის ძირშია განლაგებული. თუმცა, ეს სიახლე, ალბათ, არ გაახარებს მათ, ვისაც პანიკურად ეშინია სიმაღლის. ამასთან დაკავშირებით ყველა ეკიპაჟი, რომელიც ე.წ. ”შუშის რეისებზე” იმუშავებს, სპეციალურ გადამზადებას გადის, თუ როგორ უნდა იმუშაონ პრობლემურ მგზავრებთან.

ავიალაინერი Airbus A320 შუშის იატაკით პირველ რეისს ლონდონი-ედინბურგის მიმართულებით შეასრულებს. შემდეგ კი ინოვაციური ლაინერი მარშრუტებზეც იფრენს.