კრიპტოვალუტის კონფერენციის ორგანიზატორებმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბილეთებზე 30%-იანი ფასდაკლება გააკეთეს

20 ივნისს, თბილისი უმასპინძლებს საქართველოს მთავარ კრიპტოღონისძიებას - Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018.

მთავარი თემები იქნება: მაინინგი, კრიპტობიზნესი და რეგულირება საქართველოში. მონაწილეები და პარტნიორები ქვეყნის ბლოკჩეინ ინდუსტრიის დამფუძნებლები არიან. კონფერენციას დაესწრებიან ქართველი და უცხოელი კრიპტოექსპერტები: მეწარმეები, ინვესტორები, ბლოკჩეინ - ორგანიზაციების დამფუძნებლები, დეველოპერები, სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იურისტები და ეკონომისტები.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კონფერენციის ბილეთების ღირებულება- 30% ნაკლებია!

სტანდარტული ბილეთის ღირებულება პრომოკოდით freedom - 60 აშშ დოლარი, 85 აშშ დოლარის ნაცვლად.

VIP ბილეთის ღირებულება პრომოკოდით freedom2 - 150 აშშ დოლარი, 210 აშშ დოლარის ნაცვლად.

Blockchain & Bitcoin Conference Georgia ამოცანა - თითოეულ მონაწილეს მისცეს კომპლექსური წარმოდგენა კრიპტობიზნესის შესახებ საქართველოში: მაინინგ-ფერმების გახსნიდან ICO-კამპანიის პროექტის წარმატებით ჩატარებამდე.

ღონისძიების პარტნიორები არიან - ბლოკჩეინ-ინდუსტრიის დამაარსებლები საქართველოში: Association Blockchain Georgia, Bitcoin Embassy Georgia and Blockchain Systems Institute.

კონფერენციაზე დასწრებას გეგმავს 300-მდე მონაწილე საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან და აშშ -დან.