კაფე „გალერი“ გახსნილია, - აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კაფეს ლუქი მოხსნილი აქვს.
არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებიდან გამომდინარე ამ ეტაპისთვის, სავარაუდოდ, არ არსებობდა იმის საჭიროება, რომ კაფე ‘“გალერი“ კვლავ დალუქული ყოფილიყო.
რაც შეეხება კლუბ „ბასიანს“, ის ამ დრომდე დახურულია.
12 მაისს, კაფე „გალერიში“ და კლუბ „ბასიანში“ შსს-მ საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა, რის შემდეგაც კლუბები დროებით დაიხურა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 8 ნარკორეალიზატორია დაკავებული.