ბარაკ და მიშელ ობამები „ნეტფლიქსის“ პროდიუსერები გახდებიან

ბარაკ და მიშელ ობამები „ნეტფლიქსის“ პროდიუსერები გახდებიან. კომპანიამ შეთანხმების შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა. ობამები მონაწილეობას მიიღებენ როგორც დოკუმენტურიდა მხატვრული ფილმების, ასევე - სერიალების შექმნაში.

„სახელმწიფო სამსახურში ყოფნის დროს ერთ-ერთი რამ, რაც ყველაზე მეტად გვიხაროდა, იყო უამრავ არაჩვეულებრივ ადამიანთან შეხვედრა, სხვადასხვა სფეროდან, ვეხმარებოდით, საკუთარი გამოცდილება უფრო დიდი აუდიტორიისთვის გაეზიარებინათ.

სწორედ ამიტომ მე და მიშელი ძალიან მოხარულები ვართ „ნეტფლიქსთან“ პარტნიორობით. იმედი გვაქვს, აღმოვაჩენთ ნიჭიერ, კრეატიულ ადამიანებს, რომლებიც შეძლებენ ადამიანებს შორის ემპათია გააღრმავონ,“ - აღნიშნულია ობამას განცხადებაში.

შეთანხმების ფინანსური დეტალების შესახებ ცნობილი არ არის.

ინტერნეტ ტელევიზიის ქსელ „ნეტფლიქსს“ მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 125 მლნ გამომწერი ჰყავს. ყველაზე ცნობილ პროექტებს შორის არის „ბანქოს სახლი“, „უცნაური ამბები“.

წყარო: ambebi.ge