“ბიზნესინსაიდერი” მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ფერადკანიან მილიარდერებს წარმოგიდგენთ.
მუჰამედ იბრაჰიმი 1.1 მილიარდი დოლარის მფლობელია. იბრაჰიმი მილიარდერი მას შემდეგ გახდა, რაც მისი ტელეკომუნიკაციის კომპანია გაიყიდა. ახლა ის აფრიკელების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზეა ფოკუსირებული. ამისთვის მან საქველმოქმედო ფონდი დააარსა.
მაიკლ ჯორდანი 1.3 მილიარდი დოლარის მფლობელია. ჯორდანმა 90 მილიონი დოლარის მოგროვება კალათბურთის კარიერით შეძლო. ხოლო 100 მილიონი საკუთარი სპორტული ფეხსაცმლის nike ხაზის გამოშვებით იშოვა.
ფოლორუნშო ალაკიჯა 1.6 მილიარდი დოლარის მფლობელია. ის ნიგერიაში ნავთობის კომპანიის ვიცე-პრეზიდენტია. მისი შვილის ქორწილი დაახლოებით 6 მილიონი დოლარი დაჯდა.
პატრის მოცეფე 1.8 მილიარდი დოლარის მფლობელი. ის პირველი აფრიკელი მილიარდერი „მაინინგის“ კომპანიით გახდა. მისი განცხადებით, თავისი ქონების ნახევარს ქველმოქმედებაში დახარჯავს.
რობერტ სმიტი 2.5 მილიარდი დოლარი მფლობელია. სმიტი მილიარდერი მას შემდეგ გახდა, რაც Goldman Sachs დატოვა და საკუთარი კაპიტალური კომპანია შექმნა.
ოპრა უინფრი 3 მილიარდის მფლობელია. ოპრა ცნობილი საკუთარი გადაცემის „ოპრა უინფრის შოუს“ დახმარებით გახდა. ის ახლა საკუთარი საკაპელო არხის მფლობელიცაა.
იზაბელ დოს სანტოსი 3.1 მილიარდის მფლობელია. 44 წლის იზაბელი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ფერადკანიანი მილიარდერი გახდა. მამამისი ხოსე ედუარდო დოს სანტოსი 1979 წლიდან ანგოლას პრეზიდენტია.
მაიკ ადენუგა 6.1 მილიარდი დოლარის მფლობელია. ადენუგა კომპანია გლობალკომის თავმჯდომარეა.
ალიკო დანგოტი აფრიკაში ყველაზე მდიდარი ადამიანია, რომელსაც 12.2 მილიარდი დოლარი აქვს. დანგოტი აფრიკაში ცემენტის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. მან შექმნა დანგოტის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც განათლებაზე, ჯანმრთელობაზე და კულტურაზეა ორიენტირებული.