1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4438 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4438 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4365 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის კურსის ცვლილებამ 0.0073 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8869 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8641 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0228 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.