მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 71.2 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.
კერძოდ, საქსტატის ცნობით, ნავთობი და ნავთობპროდუქტები იანვარ-აპრილში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი იყო. მისმა იმპორტმა 251.5 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.9 პროცენტი შეადგინა. მაშინ როცა გასული წლის იანვარ-აპრილში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტმა 180.3 მილიონი დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 783.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან 2 821.8 მლნ დოლარი იმპორტი იყო.