ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა. მოთხოვნამ 61 130 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.680%-ით განისაზღვრა, მაქსიმალური - 7.760%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.716%-ით.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.