ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას პირველად არსებობის განმავლობაში ქალი უხელმძღვანელებს

მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს, ნიუ იორკის საფონდო ბირჟას NYSE-ს, პირველად არსებობის 226-წლიანი ისტორიის განმავლობაში ქალი ხელმძღვანელი ეყოლება.

NYSE Group-ის მოქმედი პრეზიდენტი ტომას ფარლი, რომელიც ამ თანამდებობაზე 2013 წლიდან მუშაობს, პოსტს დატოვებს და მის ადგილს სტეისი კანინგემი დაიკავებს. 43 წლის კანინგემი სპეციალობით სამრეწველო სფეროს სპეციალისტია, თუმცა მთელი მისი კარიერა ნიუ-იორკის ბირჟას უკავშირდება. ის ბირჟაზე 1994 წლიდან, საზაფხულო პრაქტიკებზე მისვლის დღიდან მუშაობს. „მე ეს ადგილიდ ეგრევე შემიყვარდა და ახლა ფიქრი იმაზე, რომ გავხდები მისი ხელმძღვნელი, ძალიან მაღელვებს", - აცხადებს კანინგემი.

კანინგემა NYSE-ში მუშაობა საოპერაციო დარბაზიდან დაიწყო, სადაც იმ დროისთვის 1,3 ათასი ადამინი მუშაობდა და აქედან 40 თუ იქნებოდა ქალი. „ჩვენი რიცხოვნობიდან გამომდინარე ქალების საპირფარეშო გადაკეთებული სატელეფონი ჯიხური იყო, კაცებისა კი დარბაზის სიდიდის“ - იხსენებს კანინგემი „უოლს სთრით ჯურნალთან“ ინტერვიუში.

თუმცა კანინგემის მუშაობის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, თუ 20-25 წლის წინ ამერიკის ბაზარი სრულიად იყო გაყოფილი ორ ბირჟას შორის (NYSE და NASDAQ), ახლა ვითარება შეცვლილია და თუ იმ დროს NYSE-ზე ამერიკული კომპანიების აქციების 40% მოდიოდა, ახლა ეს წილი 22%-მდეა შემცირებული.

ცნობისათვის, NYSE არ არის პირველი ბირჟა, რომელსაც ქალი ხელმძღვანელი ჰყავს. მის კონკურენტ ასევე უმსხვილეს ბირჟას NASDAQ-ს უკვე 2017 წლის იანვრიდან ქალი უდგას სათავეში.

კოკა კვირკველია