საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას - „ლაზარეს“ რეგისტრაცია გაუუქმა.
როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, მურთაზ კიკორიას 21 მაისის განკარგულებაშია აღნიშნული, „ლაზარეს“ გაუუქმდა ლიკვიდაცია დაიწყო.
„ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ლაზარეს“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2013 წლის 3 ნოემბრის №660 განკარგულება. შპს „ლაზარეს“ ლიკვიდატორად დაინიშნოს ედიშერ ჩოკორაია“, - აღნიშნულია სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის ბრძანებაში.
განკარგულება მხარისთვის მისი გაცნობისთანავე ამოქმედდა. მისი გასაჩივრება კი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, განკარგულების ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში შეიძლება.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზარე“ 2016 წლის ზაფხულში დაფუძნდა.