ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთთან მიმდინარე სავაჭრო-ეკონომიკური მოლაპარაკებებით ამ ეტაპზე კმაყოფილი არ არის.
ჟურნალსიტის კითხვაზე, კმაყოფილი არის თუ არა ის ამ პროცესებით, პრეზიდენტმა მოკლედ უპასუხა „არა“, თუმცა დასძინა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.
შეგახსენებთ, კვირას ამერიკის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა დაადასტურა ჩინეთისთვის საპასუხო გადასახადების დაწესების შეჩერების შესახებ. მან იქვე დასძინა, რომ აქვთ მნიშვნელოვანი პროგრესი სავაჭრო საკითხებში. მისივე განცხადებით, ჩინეთმა იკისრა გადასახადების დაწევა „ბევრი დასახელების ამერიკულ პროდუქციაზე“.
ჩინეთსა და ამერიკას შორის სავაჭრო საკითხებში მაღალი დონის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 17-18 მაისს ვაშინგტონში გაიმართა. პირველი რაუნდი კი მაისის პირველ რიცხვებში პეკინში შედგა. როგორც ცნობილია, ამერიკა ჩინეთთან 370-მილიარდიანი სავაჭრო დეფიციტის აღმოფხვრას ცდილობს და ამ მიზნით კონკრეტული მექანიზმების ამოქმედებას გეგმავდა, რომელსაც შეეძლო ეს ორი ქვეყანა სავაჭრო ომამდე მიეყვანა, თუმცა საქმე აქამდე არ მივიდა და პეკინი ვაშინგტონის წინადადებებს დათანხმდა, შეამციროს დეფიციტი 200 მილიარდი დოლარით, თუმცა მოლაპარაკებათა პროცესი ჯერ გრძელდება და აშშ ამ დეფიციტის სრულად აღმოფხვრის მიღწევას ცდილობს.
კოკა კვირკველია