მიმდინარეობს მოლაპარაკებები და რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება იმ საერთაშორისო კომპანიის შესახებ, რომელიც თბილისის მერიის ინტერესებს „სითი პარკის“ წინააღმდეგ დავაში დაიცავს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კალაძის თქმით, ჯერჯერობით საერთაშორისო არბიტრაჟში საქმის წაღებაზე საუბარი არ არის. „გამოცხადებული გვაქვს იურიდიული მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვა და შეგვიძლია პირდაპირი მოლაპარაკების გზით ავარჩიოთ კომპანია. საერთაშორისო არბიტრაჟზე ჯერ საუბარი არ არის, მაგრამ რადგან „სითი პარკმა“ აიყვანა იურიდიული კომპანია, ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება, ავიყვანოთ იურიდიული კომპანია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და რამდენიმე დღეში, ალბათ, ცნობილი გახდება და გვეყოლება საერთაშორისო დონის კომპანია“, - განმარტა კალაძემ.