თბილისის მერია პარლამენტს ახალი წინადადებით მიმართავს.
საქმე ეხება ელექტრო ავტობუსების და ელექტო მიკროავტობუსების იმპორტისა და ადგილზე წარმოების დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებას.
„სასურველია ელექტრომობილები დღგ-სგან გათავისუფლდნენ როგორც იმპორტის, ასევე ადგილზე წარმოების შემთხვევაში. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ხელს შევუწყობთ ბაზარზე ელექტრო ავტობუსების და მიკროავტობუსების წილის ზრდას, როგორც იმპორტის თვალსაზრისით, ასევე ადგილზე წარმოების ხელშეწყობის მიზნით. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი განიხილას და დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მერიისთვის სატრანსპორტო პოლიტიკა არის მნიშვნელოვანი. „ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არსებული რეალური მდგომარეობა შეიცვალოს. შესაბამისად, გვაქვს კონკრეტული პროექტები, რომელიც უნდა განხორციელდეს. დღეს განვიხილავთ ავტობუსის მარშრუტებში ცვლილებებს, რომელსაც მოსახლეობას გავაცნობთ“, - განაცხადა კალაძემ.