ჟურნალ Forbes-ის ყოველწლიურ ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგში ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Apple მერვედ გახდა ლიდერი.
გამოცემის ექსპერტები ბრენდის ღირებულებას 181,8 მილიარდ დოლარად აფასებენ, რაც 8%-ით მეტია, ვიდრე 2017 წელს. ჟურნალის ინფორმაციით, მხოლოდ ამ კომპანიას შეუძლია გარისკოს და სმარტფონზე საცალო ფასი 1000 დოლარი დაადოს და გაყიდოს ის პირველ ორ თვეში 29 მილიონ ეგზემპლარად.
რეიტინგის მეორე ადგილზე კი Google აღმოჩნდა, რომლის ღირებულება გასულ წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა და წელს 132,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. რეიტინგის პირველ ხუთეულში მოხვდნენ Microsoft (104,8 მილიარდით +21%), Facebook (94,8 მილიარდით +29%) და Amazon (70,9 მილიარდით + 31%).
ათეულის სხვა პოზიციებზე განლაგდნენ ამერიკული Coca-Cola, სამხრეთ კორეული Samsung, კინოკომპანია The Walt Disney Company, იაპონური Toyota და მობილური კავშირგაბმულობის ამერიკული კომპანია AT&T.
კოკა კვირკველია