ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4734 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4491 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის კურსის ცვლილებამ 0.0243 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8988 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8711 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0277 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.