კორპორაცია Apple-მა გერმანულ Volkswagen-თან კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით ეს უკანასკნელი ამერიკული კომპანიის თანამშრომლებისთვის უპილოტო ავტომობილებს აწარმოებს. ამის შესახებ New York Times წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია მინივენ T6 Transporter-ის გადაკეთებაზე თვითმავალ ავტომობილად, რომლითაც ისარგებლებენ Apple-ის თანამშრომლები.
ცოტა ხნით ადრე კი, ამერიკელები მეტად ამბიციური გეგმით გამოვიდნენ და ცდილობდნენ მოლაპარაკებების წარმოებას ისეთ კომპანიებთან როგორიცაა BMW და Mercedes-Benz, რათა შეექმნათ თვითმავალი ავტომობილების კომერციული ხაზი სპეციალურად მისთვის. თუმცა ეს მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდა, პირველ რიგში Apple-ის გადამეტებული მოთხოვნების გამო, რომელმაც როგორც ავტომობილის დიზაინზე სრული კონტროლის, ასევე მომავალი ავტომობილის ტექნიკურ მახასიათებლებზე უფლებები მოითხოვა.
როგორც ცნობილია, ამერიკელები თავადაც მუშაობდნენ უპილოტო ავტომობილზე და ამ პროექტზე ძალიან დიდი რესურსი დახარჯეს, თუმცა მუდივად სირთულეებს ეჯახებოდნენ და ის საბოლოოდ ვერ განხორციელდა.
კოკა კვირკველია