აშშ, ბრაზილია და ევროკავშირი - ასეთია ხორცისმწარმოებლების უდიდესი სამეული, რომლებიც დღეს მსოფლიოს ხორცითა და ხორცპროდუქტებით ამარაგებენ.
ამ ქვეყნებიდან ხორცი საქართველოშიც შემოდის. სწორედ ამიტომ საზოგადოებაში დიდი ინტერესია მათი ხარისხისა და საწარმოო პროცესის შესახებ.
გთავაზობთ ინფორმაციას მსოფლიოს რამდენიმე მსხვილი ხორცის მწარმოებელი ქარხნის შესახებ.
Tyson Foods მსოფლიოს ერთი-ერთი მსხვილი ხორცისმწარმოებელი კოპორაციაა, რომელიც აშშ-ში დაფუძნდა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ფლობს საწარმოს. საწარმო ყოველწლიურად ყველაზე დიდი რაოდენობის ხორცის ექსპორტს აწარმოებს აშშ-დან. მისი მთავარი ბრენდებია: Jimmy Dean, Hillshire Farm, Sara Lee, Ball Park, Wright Brand, Aidells, and State Fair. საწარმო ხარისხის დამადასტურებელი არაერთი სერთიფიკატისა და ჯილდოს მფლობელია.
Tönnies
ევროპის წამყვანი ხორცისმწარმოებელი კომპანიაა. 1971 წელს ერთი ოჯახის მიერ ჩამოყალიბებული ქარხანა ამჟამად არაერთ ქვეყანაში აწარმოებს ექსპორტს.
Tönnies არის ქარხანა, რომლის მთავარი პრიორიტეტიც ხარისხია. საწარმოში პროდუქციის ხარისხის მუდმივი მიკრობიოლოგიური, ფიზიკური და ქიმიური მონიტორინგი მიმდინარეობს.
გარანტირებულ ხარისხს კი განსაზღვრავს ისეთი ნაციონალური და საერთაშორისო სერტიფიცირება, როგორიცაა QA quality and safety, International Food Standard (IFS) და British Retail Consortium (BRC). Tillman' და Toast Me! - ეს კი ბრენდებია, რომლითაც საწარმო სამომხმარებლო ბაზარზე ყველაზე მეტად ცნობილია.
წარმოების დაახლოებით 50% ექსპორტზე გადის. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ხორცპროდუქტების საწარმო ”ლიდერფუდი” ხორცით სწორედ Tönnies-ის ქარხნიდან მარაგდება.
National Beef აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ხორცპროდუქტების საწარმოა, რომელიც ნედლი ხორცითა და მზა ხორცპროდუტებით მსოფლიოს არაერთ ქვეყანას ამარაგებს. კომპანიის წლიური გაყიდვები 7 მილიარდ დოლარს აჭარბებს. საწარმოში უსაფრთხოება და ხარისხი BioLogic Food Safety System-ის საშუალებით კონტროლდება. გარდა ამისა, კომპანია ხარისხის დამადასტურებელი არაერთი სერთიფიკატისა და აკრედიტაციის მფლობელია. კომპანიის მთავარი ბრენდებია National Beef® Retail Ready; National Beef® Ground Beef, National Beef® Consumer Ready და National Beef® Commodity. მათი წარმოების დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის.
Cargill Meat Solutions კიდევ ერთი მსხვილი საწარმოა, რომელიც ხორცითა და ხორცპროდუქტებით არაერთ ქვეყანას ამარაგებს. ამერიკული საწარმო 130-იანი წლებიდან არსებობს. ამ პერიოდის განმავლობაში ფართოვდებოდა ქარხნის მასშტაბები და ამჟამად კომპანია 32 საწარმოს ფლობს. საერთო ჯამში აშშ-სა და კანადის მასშტაბით საწარმოებში 30 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. კომპანიის მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხია, რაც მისი წარმატების მთავარი წინაპირობაა.
Smithfield ხორცპროდუქტების საწარმოა, რომლის უდიდესი ბრენდებია: Eckrich, Nathan’s Famous, Farmland, Armour, Cook’s, John Morrell, Gwaltney, Kretschmar. მისი წლიური გლობალური გაყიდვები 15 მილიარდ დოლარს აჭარბებს. კომპანიის ფარგლებში აშშ-სა და ევროპაში 50 000-მდე ადამიანია დასაქმებული. Smithfield პროდუქცია კი ექსპორტზე 40 ქვეყანაში გადის. ხარისხი - ეს არის საწარმოს მთავარი პრიორიტეტი და Smithfield ხარისხის დამადასტურებელი არაერთი სერთიფიკატის მფლობელია.