The Kering Group-ი, სადაც რამდენიმე მაღალი მოდის ბრენდი შედის, მათ შორის Balenciaga და Gucci, კომპანიის ბრენდების ზრდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ეს ორი ბრენდი ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ამავე კომპანიის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ისეთი ცნობილი ბრენდები როგორიცაა Saint Laurent, Alexander McQueen და სხვები. როგორც გამოცემა „ჰაიპბისტი“ წერს, თავად ამ ორ კომპანიაშ შორის კი ზრდის მიხედვით Balenciaga ლიდერობს და ეს მაშინ, როცა Gucci ზრდის მთავარი წყარო გაზრდილი ონლაინ გაყიდვებია.
Kering-ის აღმასრულებელი დირექტორის ცედრიკ ჩარბიტის განცხადებით, „ბალნესიაგას“ ზრდა უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია მისი თანამედროვე და ყველასგან განსხვავებული დიზაინით, რომელიც ძალიან მოსწონს ახალგაზრდებს. მისივე თქმით, ბრენდის მომხმარებლები არიან მელენიანელების თაობის წარმომადგენლები, რომლებზეც მოდის ბრენდის გაყიდვების 60%. გარდა ჩანთებისა და ტანსაცმლისა, ბრენდის გაყიდვებში დიდი წვლილი შეიტანა სპორტულმა ფეხსაცმელმა Triple-S sneaker.
შეგახსენებთ, Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი არის ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია.
კოკა კვირკველია