იანვარ-აპრილში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 14.9 მილიონი დოლარით გაიზარდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის გასულ ოთხ თვეში ავტომობილების იმპორტმა 164.5 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2017 წლის იანვარ-აპრილში ეს მონაცემი 149.6 მლნ დოლარი იყო.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ „საქსტატის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი უმსხვილესი საიმპორტო საქონლის ათეულში მე-2 ადგილს იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში გასამმაგდა, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი შემცირდა.