Diageo რამდენიმე დასახელების ალკოჰოლურ ბრენდს გაყიდის

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია Diageo აპირებს, გასაყიდად გამოიტანოს მის მფლობელობაში არსებული რამდენიმე ალკოჰოლური ბრენდი და ამ გზით მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღოს.

როგორც The Wall Street Journal წერს, კომპანიამ ამ პროცესის საორგანიზაციოდ შეარჩია საინვესტიციო-საბანკო კომპანია Centerview Partners-ი.

რაც შეეხება გასაყიდად გამოტანილ ბრენდებს, მათ შორის არის კანადური ვისკი Seagrams, შნაპსი Goldschlager, რომი Myers, არაყი Popov და სამბუკა (იტალიური ლიქიორი) Romana. გამოცემის ინფორმაციით, Diageo აპირებს ამ აქტივების გაყიდვას, რათა ფოკუსირება მოახდინოს მეტად მზარდ და მსხვილ ალკოჰოლურ ბრენდებზე. კომპანია ამ აქტივების გაყიდვას ერთი მყიდველისთვის გეგმავს.

„ჩვენ მუდმივად ვიხედებით ჩვენს პორტფელში, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ვახდენთ მაქსიმიზირებას მისი ღირებულების“, - აცხადებს გამოცემასთან კომპანიის წარმომადგენელი.

ცნობისათვის, Diageo-ს პორტფელი მოიცავს 200-ზე მეტ ალკოჰოლურ ბრენდს.

კოკა კვირკველია