ტბები და ზღვები, რომელთაც გაქრობა ემუქრება

გლობალური დათბობისა, თუ სხვა პროცესების გამო დედამიწაზე რამდენიმე ტბას და ზღვა დაშრობა და მთლიანად გაქრობა ემუქრება.

მათ შორის არის ირანში მდებარე ურმიის ტბა, რომლის ავსებისთვის სულ რაღაც ორიოდე წლის წინ წყლის საქართველოდან ექსპორტი განიხილებოდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მსოფლიოს ტბებს და ზღვებს, რომელთაც გაქრობა ემუქრება.

მკვდარი ზღვა

პალესტინა, ისრაელი, იორდანია

დაშრობას 50 წელიწადში პროგნოზირებენ

მთავარ მიზეზად სახელდება ზღვის წყლის სოფლის მეურნეობის დარგისთვის გამოყენება. ასევე, დიდ როლს თამაშობს კლიმატის ცვლილება. ამასთან, მკვდარი ზღვის ტერიტორიაზე მიწის 6500-მდე ნაპრალია, რაც წყლის ეროზიით არის გამოწვეული. ასეთ დროს წყალი მიწის ზედაპირის ნაცვლად გრუნტში ჩადის, შედეგად კი დამშრალ ადგილებს ვიღებთ. ამ პროცესის გამო მკვდარი ზღვა ყოველწლიურად 1 მეტრით პატარავდება, ნაპრალების რაოდენობა კი შესაბამისად იზრდება.

ჩადის ტბა

ცენტრალური აფრიკა

დაშრობას 12 წელიწადში პროგნოზირებენ

ამ ტბას „უდაბნოს ზღვასაც“ უწოდებენ, რადგან ის არის აფრიკაში ყველაზე დიდი წყალსაცავი. უდიდესია ტბის ეკონომიკური მნიშვნელობა, რადგან ის მისი მოსაზღვრე ოთხი ქვეყნის (ჩადი, კამერუნი, ნიგერი, ნიგერია) დაახლოებით 20 მილიონი ადამიანისთვის მტკნარი წყლის ერთადერთი მნიშვნელოვანი წყაროა, გასათვალისწინებელია, რომ ის საჰარის უდაბნოს კიდეზე მდებარეობს. დამტკიცებულია, რომ ჩადის ტბა უდიდესი, შიდა ზღვა-ტბის ნარჩენია, რომელიც მის ადგილას 13 000 წლის წინ მდებარეობდა. დაახლოებით ძვ. წ. 4000 წლისთვის, მისი ფართობი 400 000 კმ²-ს შეადგენდა.

დიდი მლაშე ტბა

ამერიკა, იოტას შტატი

მისი გაქრობის ზუსტი პროგნოზი უცნობია

დიდი მლაშე ტბა ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში იუტას შტატში მდებარეობს.

ურმიის ტბა

ირანი

დაშრობას 2018 წელს პროგნოზირებენ

ირანის ურმიის ტბა ახლო აღმოსავლეთში კასპიის ზღვის შემდეგ უდიდესი მლაშე ტბა იყო. ბოლო 30 წელიწადში ის დაახლოებით 80%-ით დაპატარავდა.ურმიის ტბის აღდგენა, რომელიც იუნესკომ ბიოსფერული ნაკრძალების სიაში 1976 წელს შეიტანა, მსოფლიოს გარემოს დაცვის სპეციალისტთა საზრუნავია. როგორც თანამგზავრიდან გადაღებულმა სურათებმა აჩვენა, 1972 წლიდან 2014 წლამდე ტბის მოცულობიდან მხოლოდ 12% დარჩა. გარდა სოფლის მეურნეობაში მიყენებული ზარალისა, დამშრალი ტბიდან მარილიანი ქარები მოსახლეობაში სერიოზულ, მათ შორის, რესპირატორულ დაავადებებს იწვევს. ამასთანავე, ურმია მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის, რომლებიც ირანის მოსახლეობის ერთ მესამედს შეადგენს, ეროვნული იდენტობის სიმბოლოა.

არალის ზღვა

ყაზახეთი, უზბეკეთი

დაშრობას 2020 წელს პროგნოზირებენ

მლაშე ტბა ცენტრალურ აზიაში, ყაზახეთისა და უზბეკეთის საზღვარზე. ამჟამად ტბის დიდი ნაწილი დამშრალია; დარჩენილია მხოლოდ მისი ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილების მცირე ნარჩენები, რომლებიც ერთმანეთს ამ დროისთვის წყლით არ უკავშირდება. არალის ტბის დაშრობა იმითაა გამოწვეული, რომ ტბაში ჩამდინარე ცენტრალური აზიის ორი უდიდესი მდინარე სირდარია და ამუდარია 1960-იანი წლებიდან გამოიყენება ყაზახეთსა და უზბეკეთში ბამბის მინდვრების სარწყავად, რის შედეგადაც მდინარეების წყალი ტბამდე პრაქტიკულად ვეღარ აღწევს. 1960-იანი წლებიდან დაწყებული ტბის დაშრობის პროცესი დღემდე ადამიანის მიერ გამოწვეულ ერთ-ერთ უდიდეს ეკოლოგიურ კატასტროფად მიიჩნევა. დაშრობამდე ტბის ფართობი დაახლოებით 68 000 კმ²-ს შეადგენდა და ამ მონაცემით იგი მეოთხე ტბა იყო მსოფლიოში; სიდიდის გამო ეწოდა არალის ტბას „ზღვა“.

წყლის სწრაფ დაშრობას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ წლის განმავლობაში ნალექის რაოდენობა აქ ძალიან მცირეა, მხოლოდ 100 მმ. აორთქლებული წყალი მიღებულზე 12-ჯერ მეტია. აორთქლებამ გამოიწვია ზღვაში მარილიანობის მომატება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ფლორისა და ფაუნის მრავალი ჯიშის განადგურება. თევზის გაქრობის შედეგად შეწყდა მანამდე ტბაზე გავრცელებული მეთეზეობა. დამშრალ ტერიტორიაზე რჩება მარილის სქელი ფენები. დაშრობის შედეგად 1989 წელს ტბა ორად გაიყო: ჩრდილოეთის და სამხრეთის არალის ზღვებად. 2003 წელს ზღვის ზედაპირის ფართობი პირვანდელი ფართობის მეოთხედს შეადგეანდა, ხოლო წყალი პირვანდელის 10%-ს.

გამოყენებულია moya-planeta-ს ინფორმაცია.