სად დავისვენოთ ივლისში - Priceoftravel-ის 10 ყველაზე იაფი მიმართულება

ზაფხულში დასვენებისთვის იდეალური ადგილის პოვნა ადვილი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იაფ მიმართულებას ეძებ. Priceoftravel-ი წარმოგიდგენთ ივლისში 10 ყველაზე იაფ და თბილ მიმართულებას მთელ მსოფლიოში.

კუალა ლუმპური, მალაიზია

კუალა-ლუმპური მალაიზიის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია. ჩრდილოეთ ეკვადორით მდებარე ამ ქალაქში წელიწადის ნებისმიერ დროს სიცხეა, თუმცა ივლისში ჰავა განსაკუთრებით მშრალია. რაც შეეხება ფასებს, ივლისში 2 ადამიანს 3- ვარსკვლავიან სასტუმროში დარჩენა 27 დოლარი დაუჯდება, ხოლო 4-ვარსკვლავიანი 43 დოლარი ღირს.

ქუთა, ბალი, ინდონეზია

კუნძულ ბალიზე სტუმრობისთვის შესანიშნავი დრო სწორედ ივლისია. აღსანიშნავია, რომ ივლისში სასტუმროების ფასები შედარებით მაღლა იწევს. ერთადერთი პრობლემა, რაც კუნძულზე შეგექმნებათ, ტრანსპორტია, რადგან კუნძულებს შორის გადაადგილება მოწესრიგებული არ არის. რაც შეეხება ფასებს, ივლისში 2 ადამიანს 3- ვარსკვლავიან სასტუმროში დარჩენა 32 დოლარი დაუჯდება, ხოლო 4-ვარსკვლავიანი 56 დოლარი ღირს.

bpn

ენჰა ტრანგ, ვიეტნამი

ენჰა ტრანგი ვიეტნამის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს. ამ ქალაქში ზაფხულში ნალექი იშვიათობას წარმოადგენს. აქ რამდენიმე კვირის გატარებას ძალიან იაფად შეძლებთ, რადგან სასმელი და ღამის ცხოვრება ძალიან იაფია. ივლისში 2 ადამიანს 3-ვარსკვლავიან სასტუმროში დარჩენა 32 დოლარი დაუჯდება, ხოლო 4 -ვარსკვლავიანი 49 დოლარი ღირს. თუმცა ზოგიერთი სასტუმროს ფასი 10 დოლარიდანაც იწყება.

შარმი ელ-შეიხი, ეგვიპტე

შარმი ელ-შეიხი ქალაქია ეგვიპტეში, რომელიც სინის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ბოლო წლებში ეგვიპტეს ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ საკურორტო ზონა უსაფრთხოა. რაც შეეხება ფასებს, ივლისში 2 ადამიანს 3- ვარსკვლავიან სასტუმროში დარჩენა 18 დოლარი დაუჯდება, ხოლო 4-ვარსკვლავიანი 24 დოლარი ღირს.

bpn

მეხიკო, მექსიკა

მეხიკო მექსიკის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია. მეხიკოში განსაკუთრებით ივლისში ძალიან ცოტა ნალექი მოდის. ის ცნობილია დიდი რესტორნებისა და ატრაქციონების ქალაქად. მეხიკო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქია. რაც შეეხება ფასებს, ივლისში 2 ადამიანისთვის 3- ვარსკვლავიან სასტუმროში დარჩენა 46 დოლარია, ხოლო 4 ვარსკვლავიანი 67 დოლარი ღირს.

ტენერიფი, კანარის კუნძულები, ესპანეთი

კუნძული ტენერიფი კანარის კუნძულებს ეკუთვნის. იგი ტურისტებში დიდი პოპულარულობით სარგებლობს. რაც შეეხება ფასებს, 3- ვარსკვლავიანი სასტუმრო 2 ადამიანისთვის 44 დოლარი ეღირება, ხოლო 4-ვარსკვლავიანი 65 დოლარი ღირს. თუმცა სასმელი და კვება საკმაოდ ძვირია.

სტამბოლი, თურქეთი

სტამბოლი ივლისში საკმაოდ ცხელია და მცირე ნალექი მოდის. ბოლო პერიოდში სტამბოლში ფასებმა ყველაფერზე მოიმატა, მაგრამ ამავე დროს ლირას ღირებულებაც შემცირდა. რაც შეეხება სასტუმროს ფასებს, ივლისში 2 ადამიანს 3- ვარსკვლავიან სასტუმროში დარჩენა 39 დოლარი დაუჯდება, ხოლო 4-ვარსკვლავიანი 51 დოლარი ღირს.

bpn

ბეირუთი, ლიბანი

ბეირუთში ივლისში თბილი საღამოებია. წელიწადის ამ დროს აქ ნალექი თითქმის არ მოდის, ამიტომ ქურთუკი და ქოლგა შეგიძლიათ სახლში დატოვოთ. სასტუმროების მხრივ ივლისი ყველაზე ძვირად ღირებულია, ამიტომ უმჯობესია წინასწარ დაჯავშნოთ. რაც შეეხება სასტუმროს ფასებს, ივლისში 2 ადამიანს 3- ვარსკვლავიან სასტუმროში დარჩენა 55 დოლარი დაუჯდება, ხოლო 4 ვარსკვლავიანი 62 დოლარი ღირს.

პრაღა, ჩეხეთი

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში პრაღაში ფასები გაიზარდა, ის მაინც ერთ-ერთ იაფ მიმართულებად რჩება. აღსანიშნავია, რომ ივლისი და აგვისტო განსაკურებით ხალხმრავალია. რაც შეეხება სასტუმროს ფასებს, ივლისში 2 ადამიანს 3- ვარსკვლავიან სასტუმროში დარჩენა 52 დოლარი დაუჯდება, ხოლო 4-ვარსკვლავიანი 83 დოლარი ღირს.

კიტო, ეკვადორი

ეკვადორის დედაქალაქ კიტოში ამინდი ყველაზე თბილი და მშრალი ივლისშია, შესაბამისად, სამოგზაუროდ შესანიშნავი დროა. ამ ქალაქში დასვენება საკმაოდ იაფი ჯდება. სასტუმროს ფასები კი ასე გამოიყურება - ივლისში 2 ადამიანს 3- ვარსკვლავიან სასტუმროში დარჩენა 52 დოლარი დაუჯდება, ხოლო 4 ვარსკვლავიანი 83 დოლარი ღირს.