Facebook-სა და Google-ს შესაძლოა, რამდენიმე მილიარდი ევროს ჯარიმა დაეკისროთ.
კერძოდ „ევროპის პერსონალურ მონაცემთა მთავარი მარეგულირებლის“ - GDPR-ის მიერ დადგენილი სტანდარტებით, სოციალურ ქსელ Facebook-ისა და Google-ის მიერ, შესაძლო დარღვევების თაობაზე დაწყებულ სასამართლო დავაში, რომელიც მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემთა უკანონოდ მოპოვებას ეხებოდა, სასამართლო განხილვების პირველივე დღეს კომპანიებისგან ჯარიმის სახით 3,9 და 3,7 მილიარდი ევრო მოითხოვა ავსტრიელმა აქტივისტმა და მოსარჩელე მაქს შრემმა, რომელიც დიდი ხანია ამ კომპანიებს აკრიტიკებს.
მოსარჩელე ითხოვს GDPR-ის თანახმად, კომპანიებმა მოითხოვონ მკაფიო თანხმობა მომხმარებლებისგან, თუ რა ტიპის ინფორმაციას მიიღებენ ისინი მათი მომხმარებლებისგან დასტურის შემთხვევაში. თუმცა ამ დრომდე უცნობია, თუ როგორ მოახერხებს ევროპული მარეგულირებელი კომპანიებისთვის ამ მოთხოვნის დავალებას და მათ აღსრულებას.
როგორც ცნობილია, Google-მა, ასევე Facebook-მა დანერგეს ახალი მიდგომები ამ საკითხის დარეგულირებისკენ, თუმცა შრემსის მტკიცებით, ეს მიდგომები არ არის სრულყოფილი. უფრო კონკრეტულად კი საჩივარში მითითებულია, რომ კომპანიები მომხმარებლებს სთავაზობენ თავად გახადონ მათი ინფორმაცია ხელმისაწვდომი სპეციალური ნიშნულის დაყენებით და ეს არის ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა, თუმცა მომჩივანი აცხადებს, რომ ეს მომხმარებელს აიძულებს აირჩიოს „ყველაფერი ან არაფერი“, რაც არღვევს GDPR-ის დადგენილებას განსკუთრებულ თანხმობასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ სარჩელი რამდენიმე ნაწილად იყოფა, ერთი მიმართულია Facebook-ის წინააღმდეგ, დანარჩენები მისი შვილობილი კომპანიების Instagram-ისა და WhatsApp-ისკენ. ხოლო მეოთხე სარჩელი Google-ის საოპერაციო სისტემა Android -ის წინააღმდეგ.
ორივე კომპანია უარყოფს ბრალდებებს და აცახდებს, რომ არსებული ზომები ადეკვატურია GDPR-ის სტანდარტისა.
კოკა კვირკველია