2018 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 478 მლნ ლარით (2.2 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.1 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი მაისისთვის 22.7 მლრდ ლარს მიაღწია.
ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 207.8 მლნ ლარით (2.1 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 270.2 მლნ ლარით (2.2 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.2 პროცენტით გაიზარდა).
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2018 წლის აპრილის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით 2.6 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.5 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 7.1 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.7 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 0.2 პროცენტით ნაკლები) ჰქონდათ გაცემული.
„2018 წლის აპრილის განმავლობაში 2.5 პროცენტით ანუ 297.0 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 12.1 მლრდ ლარს გადააჭარბა.
მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.73 პროცენტი შეადგინა. პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.03 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.45 პროცენტული პუნქტით),“-ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.