ტერაბანკი ანაბრებზე განსხვავებულ აქციას იწყებს

ყველაზე მაღალი სარგებელი ბაზარზე და ანაბრების პორტირება ტერაბანკში

ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი და დეპოზიტების პორტირების პირველი შეთავაზება ქართულ საბანკო ბაზარზე - ტერაბანკი ანაბრებზე ახალ აქციას იწყებს.

აქციის ფარგლებში, მსურველები დეპოზიტს ყველაზე მაღალი პროცენტით გახსნიან. აღნიშნული პირობები ტერაბანკის ორ პროდუქტზე - ვადიან ანაბარსა და სადეპოზიტო სერტიფიკატზე ვრცელდება.

პარალელურად, აქცია ქართული ბაზრისთვის სრულიად განსხვავებულ შეთავაზებას - დეპოზიტების პორტირებასაც ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები დეპოზიტების ტერაბანკში გადატანას ფინანსური დანაკარგის გარეშე შეძლებენ: 2018 წელს გახსნილი ვადიანი ანაბრის პორტირების შემთხვევაში, პროცენტს, რომელიც მათ ანაბრის პირობის დარღვევის გამო არ დაერიცხებათ, მთლიანად ტერაბანკი აანაზღაურებს.

დეპოზიტების პორტირება ქართული საბანკო ბაზრისთვის სრულიად ახალი და განსხვავებული შეთავაზებაა. „ეს მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, იყვნენ უფრო მოქნილები, ყოველგვარი ბარიერისა თუ დანაკარგის გარეშე დაპორტირდნენ ტერაბანკში და აქციის ფარგლებში გახსნილ დეპოზიტებზე ყველაზე მაღალ სარგებელი მიიღონ“, - აღნიშნავს ტერაბანკის საცალო საბანკო საქმიანობის განყოფილების უფროსი ქეთი მღებრიშვილი.

ტერაბანკისთვის დეპოზიტები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული მიმართულებაა. 2017 წლის ფინანსური მონაცემებით, ბანკის ფიზიკური პირების დეპოზიტების ზრდის მაჩვენებელმა იგი 61 მილიონ ლარი (42%) შეადგინა.

(R)