2018 წლის 3 თვეში დედალაქში მშენებლობაზე 991 ნებართვა გაიცა, საიდანაც ყველაზე მეტი - 786 საცხოვრებელზე მოდის.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში თბილისში მთლიანად 1 278 921 კვ/მეტრის ფართობის შენობა შევიდა ექსპლუატაციაში.
რაც შეეხება სხვა ნებართვებს, საცხოვრებლის შემდეგ ყველაზე მეტი ნებართვა გაცემულია სამრეწველო და სასაწყობო შენობაზე, რომელმაც 38 შეადგინა. მას მოსდევს 27 ნებართვით სავაჭრო ობიექტი.
სხვადასხვა სახის ნებარვები კი ასე გამოიყურება: ადმინისტრაციული შენობა - 25 , სასტუმრო - 17, სასწავლო დაწესებულება - 7, ჯანმრთელობის დაცვის ობიექტი - 6, კაფე-ბარი რესტორანი - 5, ავტოგასამართი სადგური - 4, სპორტული ნაგებობა მოედანი - 3, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტი - 2 და სხვა - 71.
2018 წლის პირველ კვარტალში მთელი საქართველოს მასშტაბით მშენებლობაზე სულ 2 057 ნებართვა გაიცა, საიდანაც 1 351 ანუ 65,6% საცხოვრებელ შენობებზე მოდის.