ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები არ არის მხოლოდ ერთი ორგანიზაციის, ამ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიერ გადასაწყვეტი, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.
ჟურნალისტი დაინტერსდა, იყო თუ არა ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს შორის კომუნიკაცია მამუკა ბახტაძის ინიციატივაზე ლომბარდებთან დაკავშირებით, რაც ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს ეხება.
"კომუნიკაცია, რა თქმა უნდა იყო, იყო განხილვები, ანალიზი შემოთავაზებებისა და ზუსტად ამაზე ვაკეთებდი აქცენტს, როცა ვთქვი, რომ ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები, თუნდაც ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული საკითხები არ არის მხოლოდ ერთი ორგანიზაციის, ერთი სტრუქტურის, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის მიერ გადასაწყვეტი. არსებობს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტიც, რომელშიც მეც და ფინანსთა მინისტრიც ვმონაწილეობთ და ჩვენ გვქონდა ამ საკითხის განხილვა ", - განაცხადა გვენეტაძემ.